თეგი: სამრეწველო პროდუქცია

საქსტატი: აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში 15.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.4 პროცენტიანი ზრდა. „12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 2.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 20.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 16.18 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები – ფასები გაიზარდა 14.6 პროცენტით, ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები – დაფიქსირდა 186.4 პროცენტიანი ზრდა და ძირითადი ლითონები – ფასები გაიზარდა 42.0 პროცენტით. ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა  

მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 5.8%-ით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 5.8-პროცენტიანი კლება. საქსტატის ცნობით, 2023 წლის აპრილთან შედარებით, ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამასთან, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 0.6-პროცენტიანი მატება ლითონის მადნებზე. ამავე პერიოდში ფასები 0.6 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც – 0.48 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ასევე, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების (-10.6-პროცენტიანი კლება ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 5.3-პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. „12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 12.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 17.9-პროცენტიანი კლება ლითონის მადნებზე; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 4.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -3.92 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები 3.1 პროცენტით შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელები, ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-40.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-19.8 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 7.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.69 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 11.3 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.3 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.